ბექა ჯიქიძე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” კომპიუტერული ქსელების ადმინისტრატორის პოზიციაზე შეუერთდა. ამჟამად ERP ადმინისტრატორის თანამდებობას იკავებს. იგი ფონდისა და მისი შვილობილი კომპანიების ქსელური ინფრასტრუქტურის დაგეგმვაზე, განვითარებასა და უსაფრთხოებაზე, ასევე სისტემების უწყვეტ მუშაობასა და რეალურ დროში მონიტორინგზეა პასუხისმგებელი.
GCF-ში საქმიანობის დაწყებამდე, ბექა ჯიქიძე GD-Holding-ში, IT მხარდაჭერის სპეციალისტად მუშაობდა, სადაც კომპიუტერული სისტემებისა და ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა.
მისი მნიშვნელოვანი პროექტები მრავალლოკაციური ქსელური ინფრასტრუქტურის დიზაინსა და იმპლემენტაციას, firewall-ებისა და VPN ინფრასტრუქტურის დანერგვას და ა.შ. მოიცავს.
ბექა ჯიქიძე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხსა და Cisco CCNA, Cisco CCNA Security და Linux LPIC-1 სერტიფიკატებს ფლობს.