ირინა მამალაძე „საქართველოს თანაინვესტირების” ფონდს 2015 წელს, ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე, შეუერთდა. 2022 წლიდან, სამსახურებრივი დაწინაურების შედეგად, ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა. პასუხისმგებელია ადმინისტრაციული რესურსების მართვა-დაგეგმვისა და შესყიდვების მონიტორინგზე.
ირინა მამალაძე ესპანურ-ქართულ კომპანია „ადვესაში“ ადმინისტრაციული პროცესების შემუშავებისა და დანერგვის მიმართულებით მუშაობდა.
ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ესპანური ენის ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხს.