ლაშა პაიჭაძე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2017 წელს შეუერთდა. 2017–2024 წლებში ალტერნატიული პროექტების უფროსის პოზიციას იკავებდა და ამ მიმართულებით ოპერაციულ ზედამხედველობაზე იყო პასუხისმგებელი.
2024 წლიდან სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკის მიმართულებით ასოცირებული დირექტორია და ფონდის საინვესტიციო პროექტებს ხელმძღვანელობს.
იკავებდა მენეჯერულ პოზიციებზე კერძო საინვესტიციო კომპანიებში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონების განვითარება და მრეწველობა. პროფესიული კარიერა ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიიდან დაიწყო.
ლაშა პაიჭაძე ფინანსების მიმართულებით კავკასიის ბიზნეს სკოლის ბაკალავრის ხარისხსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური მეცნიერების მაგისტრის ხარისხს ფლობს. ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის ბიზნეს სკოლის ( გაერთიანებული სამეფო) სპეციალური პროფესიული გადამზადება ბიზნეს ორგანიზაციებში ცვლილებების მართვის მიმართულებით.