ლევან დანელაშვილი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2025 წელს, უმცროსი IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, შეუერთდა. ის, როგორც ორგანიზაციის ტექნოლოგიური სისტემების გამართულ მუშაობაზე, პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციასა და კონფიგურაციაზე, ისე მომხმარებელთა ტექნიკურ მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი. ამასთან, რეგულარული მონიტორინგისა და განახლების პროცესების მეშვეობით სისტემების სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას უზრუნველყოფს.
პროფესიული კარიერა ლევან დანელაშვილმა შპს „მაგთიკომში”, ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე დაიწყო.
ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს და დასრულებული აქვს Microsoft 365 Cloud Administration-ის კურსი.