ლელა გიგიბერია „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე შეუერთდა. გუნდში გაწევრიანებამდე, ლელა გიგიბერია „ლიბერთი ბანკში”, ფინანსური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.
მის საქმიანობაში კონსოლიდირებული სააღრიცხვო ოპერაციების მართვა, ბანკისა და მისი შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების (IFRS) რეპორტის მომზადება და შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების კონსოლიდაცია შედიოდა.
ლიბერთი ბანკამდე იგი მუშაობდა სხვადასხვა კომერციულ ბანკში მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე 4 წლიანი გამოცდილებით.
ლელა გიგიბერია ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის სფეროში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხსა და საბანკო სფეროში საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს ფლობს. თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში აქვს ფინანსური მენეჯერის სერტიფიკატის ხარისხი.