ნინო მხეიძე

იურისტი

ბიოგრაფია

გაზიარება

ნინო მხეიძემ კარიერა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდში” 2014 წელს, იურისტის პოზიციაზე, დაიწყო. მისი საქმიანობის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: კომერციული და კორპორაციული სამართალი, სამშენებლო ხელშეკრულებები,  ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი და სხვა.

ფონდში მუშაობის დაწყებამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კერძო იურიდიულ საქმიანობას ეწეოდა. ასევე, უფლებამოსილია, საქართველოში სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით საადვოკატო საქმიანობა განახორციელოს. არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი იურიდიულ და ბიზნეს სექტორში მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით.

ნინო მხეიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის ხარისხსა და კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს (LL.M.) ფლობს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.