რატი კობახიძე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2016 წელს, IT სპეციალისტის პოზიციაზე, შეუერთდა. ამჟამად იგი სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობას იკავებს. ის კომპანიის IT ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობას, მონიტორინგსა და სიახლეების დანერგვას უზრუნველყოფს.
GCF-ში მუშაობის დაწყებამდე, რატი კობახიძე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასა და მასთან არსებულ საავადმყოფოში IT ინჟინერის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პასუხისმგებლობა IT ინფრასტრუქტურის მართვა და მხარდაჭერა-მონიტორინგი იყო. რუსთავის მეტალურგიულ ქარხანამდე სს „სილქნეტის” ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში, IT სპეციალისტის პოზიციას იკავებდა.
რატი კობახიძე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფლობს.