პროექტის შესახებ

„ჰანიველ ცემენტი” სამშენებლო მასალების ბაზარზე მოქმედი ცემენტის ბრენდია, რომელიც სრულ საწარმოო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას ფლობს.

საქართველოში „ჰანიველ ცემენტი” კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია, რომელიც, თავის მხრივ, ცემენტის წარმოების ძირითადი ნედლეულია. ეს ამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და მიწოდების სტაბილურობას განაპირობებს.

კომპანია კასპსა და რუსთავში მდებარე ქარხნებს, ფოთის ცემენტის წისქვილს, სუფსის ტერმინალს, ინერტული მასალების საწარმოსა და ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ 17 ბეტონის ქარხანას აერთიანებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურა წარმოებისა და მიწოდების სრულ ციკლს უზრუნველყოფს.

მიმდინარე
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.