პარაგრაფ რეზორტი & სპა შეკვეთილი “Marriott International”-ის “Autograph Collection”-ის ბრენდის სასტუმრო კომპლექსია, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე, შეკვეთილის საკურორტო ზონაში მდებარეობს.
პროექტი თანამედროვე დიზაინსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას აერთიანებს და 220 ნომერს მოიცავს, რომლებიდანაც ზღვის ხედი იშლება.
კომპლექსი მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურითა და სარელაქსაციო თუ გასართობი სივრცეებით გამოირჩევა. მათ შორისაა შიდა და გარე საცურაო აუზები, სპა და ფიტნეს ცენტრი, აკვაპარკი, რესტორნები და ბარები. ასევე ფუნქციონირებს სხვადასხვა გარე აქტივობისთვის განკუთვნილი ზონები.