ირინა ქინქლაძე

გენერალური დირექტორის მოადგილე

ბიოგრაფია

გაზიარება

ირინა ქინქლაძე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2013 წელს, საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე, შეუერთდა. არაერთი სამსახურებრივი დაწინაურების შედეგად, 2019 წელს ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორის ხელმძღვანელად დაინიშნა და აღნიშნული სექტორის საინვესტიციო პორტფელის მართვაზე იყო პასუხისმგებელი.

 

2025 წლიდან ირინა ქინქლაძე გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებს.

 

ფონდში საქმიანობის დაწყებამდე იგი მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია “Deloitte & Touche”-ში, აუდიტის დეპარტამენტში, წამყვანი აუდიტორის პოზიციაზე.

 

ირინა ქინქლაძე ფინანსების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხსა და ინოვაციური ტურიზმის მართვის მიმართულებით Ramon Llull University-ის (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრის ხარისხს ფლობს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.