დავით გალუაშვილი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2023 წელს, გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე, შეუერთდა და შიდა კონტროლის სისტემების განვითარებაზე, ოპერაციული ეფექტიანობისა და კორპორაციული მმართველობის გაძლიერებაზეა პასუხისმგებელი.
ფონდში საქმიანობის დაწყებამდე დავით გალუაშვილი სს „ქართუ ბანკში” ხელმძღვანელ პოზიციებს, მათ შორის გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას, იკავებდა. ზედამხედველობდა ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბექ-ოფისის, პლასტიკური ბარათების, მეთოდოლოგიისა და შეფასების მიმართულებებს.
დავით გალუაშვილს საბანკო სექტორში თითქმის 30-წლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს.
ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხს და არის სერტიფიცირებული პროფესიონალი ბუღალტერი (FPAA).