„აქსის თაუერსი” მრავალფუნქციური კომპლექსია თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ის ორი – შუშისა და ქვის კოშკისაგან შედგება.
თითოეული კოშკის სიმაღლე 147 მეტრია. შენობა 41 სართულს მოიცავს და დედაქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობაა. „აქსის თაუერსის” შუშის კოშკი A კლასის ბიზნეს ცენტრსა და კომერციულ ინფრასტრუქტურას ეთმობა. კომპლექსში განთავსებულია 17 000 კვადრატული მეტრი საოფისე სივრცე, ასევე საცურაო აუზი მოძრავი გადახურვით, სპა და ფიტნეს ცენტრი.
„აქსის თაუერსი” რეგიონში პირველი კომპლექსია, რომელმაც World Trade Center (WTC) სტატუსი მიიღო – რაც საერთაშორისო ბიზნეს ქსელებთან ინტეგრაციასა და თანამშრომლობის დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.