„ჯეოფერტი“ (სავაჭრო სახელწოდება: “ბონაპლანტი”) აგრობიზნესის სექტორში მოქმედი კომპანიაა, რომელიც ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოებასა და ბუნებრივი მინერალის – ცეოლითის მოპოვებაში სპეციალიზდება. კომპანიის საწარმო მდებარეობს კასპში.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას, რომლებიც მიმართულია მოსავლიანობის ზრდისა და ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესებისკენ.
„ბონაპლანტის“ პროდუქციის პორტფელი მოიცავს ბაქტერიულ, ორგანო-მინერალურ სასუქებს, ზრდის სტიმულატორებსა და ბუნებრივ მინერალ ცეოლითს. ცეოლითი, სოფლის მეურნეობის გარდა, გამოიყენება სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მეცხოველეობაში, მშენებლობასა და გარემოს დაცვის სისტემებში.