„გეო აგრო“ აგრობიზნესში მოქმედი კომპანიაა, რომელიც თხილის პლანტაციების განვითარებასა და მართვაში სპეციალიზდება. კომპანიის პორტფელი 610 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავს. „გეო აგროს“ თხილის ბაღი სოფლის მეურნეობის სექტორის პირველად წარმოებაში და ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია.
პლანტაციები მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში, კოლხეთის დაბლობზე. მათი გაშენება 2017 წელს დაიწყო და 2019 წელს იტალიური კომპანია „ფერეროს“ ტექნიკური მხარდაჭერით დასრულდა.
მეურნეობა მოიცავს 300 000-ზე მეტ „ტონდა ჯიფონის“ ჯიშის თხილის ხეს. პლანტაცია წვეთოვანი სარწყავი სისტემითა და ქარსაფარი ზოლებითაა აღჭურვილი.
კომპანია პლანტაციებს თანამედროვე აგროტექნოლოგიური მიდგომებით მართავს.