„პარაგრაფ აბასთუმანი” “Marriott International”-ის “Autograph Collection”-ის ბრენდის პრემიუმ კლასის სასტუმროა, რომელიც საერთაშორისო ქსელის ფარგლებში შენდება.
კომპლექსი აბასთუმნის კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს და 148 ნომერს მოიცავს.
პროექტის ინფრასტრუქტურა შიდა საცურაო აუზს, ასევე რესტორნებსა და ბარებს აერთიანებს.
კურორტის უნიკალური მიკროკლიმატის გათვალისწინებით, ობიექტი განსაკუთრებულ აქცენტს გამაჯანსაღებელ მიმართულებაზე აკეთებს და სტუმრებს მრავალფეროვან სპა და სარელაქსაციო სივრცეებს სთავაზობს.