„პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი” “Marriott International”-ის “Autograph Collection”-ის ბრენდის პრემიუმ კლასის სასტუმრო კომპლექსია, რომელიც საერთაშორისო ქსელის ფარგლებში ოპერირებს.
სასტუმრო თაბორის მთაზე, თბილისის ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ მდებარეობს და სხვადასხვა კატეგორიის 177 ნომერს აერთიანებს.
პროექტის ცენტრალური ნაწილი 32 ჰექტარ რეკრეაციულ ზონაში განთავსებულ გოლფის ინფრასტრუქტურას ეთმობა, რომელიც 9-ფოსოიან მოედანს, თანამედროვე გოლფ-კლუბსა და უახლესი ტექნოლოგიების მქონე სავარჯიშო და სიმულაციურ სივრცეებს აერთიანებს. საერთაშორისო სტანდარტის კომპლექსში ასევე განთავსებულია შიდა და გარე აუზები, სპა სივრცე, ფიტნეს ცენტრი, რესტორნები და ბარები.
სასტუმრო “პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი” თანამედროვე საბაგირო გზით, 10 წუთზე ნაკლებ დროში უკავშირდება ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო “პარაგრაფ თბილისს”.