„პარაგრაფ თბილისი” “Marriott International”-ის “The Luxury Collection” ბრენდის სასტუმროა, რომელიც საქართველოში აღნიშნული ბრენდის პირველი ობიექტია.
სასტუმრო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლების მოედანთან მდებარეობს და 220 ნომერს მოიცავს.
პროექტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, შიდა საცურაო აუზს, სპა სივრცესა და ფიტნეს ცენტრს, ასევე რესტორნებსა და ბარებს აერთიანებს.
ობიექტში ასევე განთავსებულია მაღალი კლასის საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეები, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნეს თუ კორპორაციული ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი.