პროექტის შესახებ

“პლანტა“ სასათბურე და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბრენდია, რომელიც შეფუთული ბოსტნეულის წარმოებასა და რეალიზაციას ინტეგრირებული მოწოდების მოდელით ახორციელებს, წარმოებიდან რეალიზაციამდე.

წარმოება მოიცავს გარდაბანში მდებარე 12 ჰა ფართობის მაღალტექნოლოგიურ სათბურის კომპლექსს. სათბური აღჭურვილია ხელოვნური დანათებით, რაც მთელი წლის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მოყვანის საშუალებას იძლევა.

პროდუქციის წარმოებისა და მართვის პროცესი სრულად შეესაბამება Global G.A.P და ISO სტანდარტებს.

პროდუქციის ლოგისტიკასა და დისტრიბუციას უზრუნველყოფს სს „ქართული აგრო სახლი“. კომპანია ფლობს ევროპული სტანდარტების შესატყვის, უახლესი ტექნოლოგიებითა და სამაცივრე მეურნეობით აღჭურვილ, მაღალი წარმადობის მქონე ახალ საწარმოს, სადაც ხდება ნედლი ბოსტნეულის მიღება, დაკალიბრება და შეფუთვა. „ქართული აგრო სახლის“ გამართული სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით ბრენდის პროდუქცია წარმოდგენილია 300-ზე მეტ წამყვან სავაჭრო ობიექტში თბილისსა და რეგიონებში.

მიმდინარე
This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.