საბაგირო თანამედროვე, ეკო-მეგობრული სატრანსპორტო სისტემაა, რომელიც დედაქალაქის ცენტრს, თავისუფლების მოედანს, თაბორის მთასთან აკავშირებს.
Doppelmayr-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტი უმაღლესი ხარისხის სერვისსა და უსაფრთხოების სტანდარტებს აერთიანებს.
მარშრუტი ქსელში ასევე “პარაგრაფ თბილისს”, “პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი”-სა და კიდევ ერთ მშენებარე სასტუმრო კომპლექსს აერთიანებს, რაც უწყვეტ და მოსახერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
საბაგირო აღჭურვილია მრავალგონდოლიანი სისტემით, რომელიც მაღალი გამტარუნარიანობის სერვისით ხასიათდება და საათში დაახლოებით 1000 მგზავრის გადაადგილების შესაძლებლობა აქვს, ხოლო გადაადგილების დრო თბილისის ცენტრიდან თაბორამდე დაახლოებით 10 წუთამდე შეადგენს.