სასტუმრო „ბოდბე” კახეთის რეგიონში, ქალაქ სიღნაღის მიმდებარედ მდებარეობს და სხვადასხვა კატეგორიაში 132 ნომერს აერთიანებს.
პროექტი მოიცავს ინფრასტრუქტურას, რომელიც დასვენებაზეა ორიენტირებული.
ობიექტში შიდა და გარე აუზები, სპა სივრცე და ფიტნეს ცენტრი, რესტორნები და ბარებია განთავსებული. ტერიტორიაზე ასევე არის საკონფერენციო, საბავშვო სივრცე და პადელის კორტები.