ანკა ჯორჯიკია „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2025 წელს, მარკეტინგისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე, შეუერთდა. GCF-ში საქმიანობის ფარგლებში, დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის მარკეტინგულ მართვასა და სტრატეგიულ პოზიციონირებას ხელმძღვანელობს.
ფონდში დასაქმებამდე, იკავებდა მარკეტინგული პროექტების მენეჯერის პოზიციას დეველოპერულ კომპანია „არქიში“. აქვს 12 წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში, მათ შორის დეველოპერულ, მომსახურებისა და უმაღლესი განათლების სექტორებში.
ანკა ჯორჯიკია სოციალური მეცნიერებების სოც. მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხსა და მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით არაერთ სერტიფიკატს ფლობს. ამჟამად თავისუფალი უნივერსიტეტის MBA-ის პროგრამაზე აგრძელებს სწავლას.