ბესიკ ქოჩიაშვილი „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2025 წელს, შიდა აუდიტის უფროსის პოზიციაზე, შეუერთდა.
2023-2025 წლებში ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსურ კონსულტანტად მუშაობდა.
2013-2023 წლებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორულ და მენეჯერულ პოზიციებს იკავებდა, ასევე იყო ტრენერი საჯარო აუდიტის ინსტიტუტში, სადაც საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (IPSAS) სალექციო კურსებს უძღვებოდა.
პროფესიული კარიერა სს „ბაზისბანკში” დაიწყო, სადაც 2008-2012 წლებში საკრედიტო და ფინანსური ანალიზის მიმართულებით მუშაობდა.
ბესიკ ქოჩიაშვილი საჯარო სექტორის სერტიფიცირებული აუდიტორია. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს.