მარიამ ჩიკვაიძე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2023 წელს, ტურიზმისა და უძრავი ქონების დეპარტამენტში, სტაჟიორის პოზიციაზე, შეუერთდა.
2025 წლიდან ფინანსური ანალიტიკოსის თანამდებობას იკავებს. პასუხისმგებელია როგორც დეპარტამენტის პორტფელში არსებული, ისე ახალი პროექტების ანალიზზე.
„თანაინვესტირების ფონდი” მისი პირველი სამუშაო გამოცდილებაა.
მარიამ ჩიკვაიძე თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის (ESM) ბაკალავრის ხარისხს ფლობს.