თამარ ნაზღაიძე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2021 წელს, რეპორტინგის უფროსის პოზიციაზე, შეუერთდა. მისი პასუხისმგებლობა ჯგუფსა და შვილობილ კომპანიებთან დაკავშირებულ ფინანსურ საქმიანობას უკავშირდება. მათ შორისაა: ანგარიშგების მომზადება, ბიზნესისა და ქონების შეფასება, საწარმოო სექტორთან დაკავშირებული საინვესტიციო პროცესების მართვა.
თამარ ნაზღაიძეს ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2018 წლიდან ის მსოფლიოს წამყვანი პროფესიული გაერთიანების, ACCA-ს წევრია.
GCF-ში საქმიანობის დაწყებამდე მუშაობდა შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს” (PWC Georgia) აუდიტის დეპარტამენტში. ასევე იყო ლექტორი PWC-ის საგანმანათლებლო აკადემიაში.
თამარ ნაზღაიძე ფლობს საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების დარგში ფინანსების მიმართულებით.