ვლადიმირ უგულავა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდს” 2018 წელს, საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე, შეუერთდა. არაერთი დაწინაურების შედეგად ამჟამად GCF-ის ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორის ვიცე პრეზიდენტია და სექტორის საინვესტიციო პორტფელის მართვაზეა პასუხისმგებელი.
ფონდში დასაქმებამდე, ვლადიმირ უგულავა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია “Deloitte & Touche Georgia”-ში აუდიტორად მუშაობდა.
ფლობს ფინანსების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირებისა და ციმბირის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიზებული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხს.
გარდა ამისა, ვლადიმირ უგულავას აქვს რუსეთის ტრანსპორტის უნივერსიტეტის (MIIT) ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ამჟამად არის ACCA-ის წევრი და ჩაბარებული აქვს CFA პროგრამის მეორე დონე.